ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული ღია მოწოდებები გრძელდება - ხაბეიშვილის შემდეგ, განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები აკეთებენ. ანა წითლიძემ ვარდების რევოლუცია ახსენა და მოქალაქეებს მოუწოდა მოემზადონ 4 ოქტომბრისთვის. ამ თარიღს რევოლუციის დღედ ასახელებს სოციალურ ქსელში მურთაზ ზოდელავაც.
მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ არავის მიეცემა უფლება ქვეყანაში არეულობა მოაწყოს და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები სისხლის სამართლის დანაშაულია.
"თავიანთი მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს. არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება. თუკი ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ", - აღნიშნა კახა კალაძემ.