ოფიციალური თბილისი ეუთო-ოდირის პასუხს ელოდება. სადამკვირვებლო მისიას 4- ოქტომბრის არჩევნებისთვის მოწვევა ორი დღის წინ გაეგზავნა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ უნდა დარჩეს, მისიას კი ხელისუფლება ყველა პირობა შეუქმნის. წინა არჩევების შემდეგ ეუთო ოდირზე და მის დასკვნაზე, გარე თუ შიდა ძალების მხრიდან განხორიეცლებული დარტყმების შემდეგ, უმრავლესობა ამჯერად კიდევ უფრო მძიმე ზეწოლას ელოდება, თუმცა ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რომ ეუთო ოდირი საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ტატა ხვედელიანის თქმით, ეუთო/ოდირი არის უმნიშვნელოვანესი აქტორი არჩევნების კონტექსტში.
"ჩვენი პოლიტიკური გუნდი დააკირდება ამ პროცესს - როგორ მოხდება ეუთო/ოდირ-ის ინტეგრაცია არჩევნებზე, როგორ ჩამოვლენ, იქნება თუ არა მისია სრული, ამ მცირე დროში შეძლებენ თუ არა სრულყოფილ მონაწილეობას.
იმ შემთხვევაში, თუ ეუთო/ოდირი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება მათ მიერ გამოტანილი დასკვნები", - აცხადებს ტატა ხვედელიანი.