13 ივნისი 2026,   18:04
ვრცლად
ხარჯვის ეფექტიანობა, სისტემის გაჯანსაღება და ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება - საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის პროცესს განაგრძობს

ხარჯვის ეფექტიანობა, სისტემის გაჯანსაღება და ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება - ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის პროცესს განაგრძობს. საწარმოებში გუნდის გადახალისებისა და გატარებული რეფორმების შედეგად, სახელმწიფომ, ჯამში, 700 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ენერგეტიკის სფეროში მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსი საწარმოების გაძლიერებას მოხმარდება.

აქტიური მუშაობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და რეფორმების გატარება
- სახელმწიფო საწარმოებში ერთი წლის დაიწყო. შემუშავდა საერთო სტრატეგიაც, რომელიც ენერგეტიკის და სხვა სფეროებში მსხვილი კორპორაციების სექტორულ განვითარებას და ფინანსურ გაძლიერებას ემსახურება.

ოპტიმიზაციის პროცესი განხორციელდა სახელმწიფო უწყებებშიც. რეორგანიზაციის შედეგად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო თავდაცვამ 6 მილიონ-ნახევრამდე თანხა დაზოგა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცვლილებები სამინისტროების საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.

რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას მიესალმებიან სპეციალისტები. ექსპერტები ფიქრობენ, რომ დამატებითი რესურსი ენერგეტიკის სფეროში ახალი სტრატეგიული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა.

მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტური მუშაობის მიზნით, იცვლება პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზების წესიც. მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვის ზუსტ პირობებს განსაზღვრავს.

 

დღის ამბები