04 ივნისი 2026,   06:38
ვრცლად
მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს - შსს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს და არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების დაწყებისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები ვითარების განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ არ ემორჩილება სამართალდამცველების მოწოდებას და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგის.

მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს, ხოლო კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები