გახარიას პარტიის მანდატშეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავს, იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, - ექსკლუზიურ ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს.
როგორც ირკვევა, გახარიას პარტია ბოიკოტს წყვეტს. ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებსაც, სადაც, დანართის სახით, წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის ქცევასთან შეუსაბამო საქმიანობა.