პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი ომის გამო უნდა გადაიდოს, ხოლო კიევის გაწევრიანება ევროკავშირში არის ნაადრევი.
კაროლ ნავროცკის თქმით, ქვეყანა, რომელიც ომშია, NATO-ს წევრი ვერ გახდება.
"ეს იმას ნიშნავს, რომ პოლონეთიც და ლიეტუვაც იომებენ, ამიტომ ეს დისკუსია უნდა გადაიდოს. ეს უბრალოდ შეუძლებელია", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ნავროცკიმ ევროპის კავშირზეც ისაუბრა და თქვა, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის გაწევრიანების პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, საჭირო იყო მრავალი დეტალის გათვალისწინება.
"რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უკრაინა მომავალში ლათინური, ან, ვთქვათ, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი უნდა იყოს. თუმცა, ჩემი აზრით, დღევანდელი დისკუსია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის ნაადრევი", - პოლონეთის პრეზიდენტმა.