04 ივნისი 2026,   05:43
ვრცლად
საქართველომ საფინანსო ინსტიტუტისგან პირველად მიიღო სუვერენული საგარეო სესხი ეროვნულ ვალუტაში - ლარში

68 მილიონი ლარი განათლების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში - საქართველომ აზიის განვითარების ბანკისგან, პირველად მიიღო საგარეო სუვერენული სესხი ეროვნულ ვალუტაში.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

"აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სესხის ეროვნულ ვალუტაში აღება თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია, სახელმწიფო ვალში უცხოური და ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პროპორციული განაწილების მიღწევა, რაც აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ვალის მართვის მდგრადობას.

შინაარსობრივად, პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის, ინკლუზიურობის გაზრდისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებაში", - აცხადებენ უწყებაში. 

დღის ამბები