მელიქიშვილის გამზირზე, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. დემონსტრანტებმა შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დაშალეს. ისმოდა "ქართული ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები. აქტივისტების პროვოკაციულ ქმედებებს კალაძის შტაბის მხრიდან საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია.
აქციის რამდენიმე მონაწილემ შენობის მისამართით ბოთლებიც ისროლა. საარჩევნო ბანერებს შეასხეს საღებავები. დემონსტრანტებმა შტაბის შესასვლელი კარი სხვადასხვა საგნით ჩახერგეს.