საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
ბანკის ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაცია დროებით მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება და 2025 წელს 3,8 პროცენტის ფარგლებში იქნება. სებ-ში აცხადებენ, რომ ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.