04 აგვისტო 2026,   10:07
ვრცლად
განათლების კომიტეტის წევრებმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები დაასრულეს

განათლების კომიტეტის წევრებმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები დაასრულეს. დეპუტატები ასპინძის სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

განახლდა სასწავლო სივრცეები, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. ასევე, მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები. კომიტეტის წევრებმა სამი დღის განმავლობაში ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო დაწესებულებები მოინახულეს.

დღის ამბები