11 აგვისტო 2026,   01:56
ვრცლად
სპორტის მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანში იმყოფება

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სპორტის სამინისტროს დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან, ფარიდ გაიბოვთან. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ და სამომავლო სპორტულ თანამშრომლობაზე.

"შეხვედრაზე ორი ქვეყნის დელეგაციამ განიხილა საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალწლიანი ურთიერთობა, რომელიც ქვეყნებს სპორტის მიმართულებით აკავშირებთ. ეს თანამშრომლობა მრავალმხრივია და მოიცავს როგორც საერთაშორისო ტურნირებსა და შეკრებებს, ასევე სპორტული განათლებისა და კულტურის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ სპორტის მიღწევების გაზიარებას, არამედ მეგობრობის, ახალგაზრდული ურთიერთობებისა და რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

ვიზიტისას საქართველოს სპორტის მინისტრი გმირთა მემორიალზე იმყოფებოდა, მან ყვავილებით შეამკო მემორიალი და პატივი მიაგო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის, ხსოვნას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები