გვიან ღამით, ლოტკინზე საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი არის გაჟონვამ გამოიწვია.
როგორს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, აფეთქების შედეგად ერთი პირი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 19 წლამდე ქალი, საავადმყოფოში გადაყვანამდე კონტაქტური იყო.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.