11 აგვისტო 2026,   04:58
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია - პრეზიდენტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს დღეს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს. ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე შეხვედრას სტუმრად, უშუალო კონკურენტ თურქეთთან ჩაატარებს. მატჩი ჩვენი დროით, 22: 45 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ნაკრებს საქართველოს პრეზიდენტი შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს. მიხეილ ყაველაშვილი უკვე თურქეთშია. პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

დღის ამბები