ფრენბურთში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გოგონათა 8 გუნდმა მიიღო.
ფინალური მატჩების შედეგად საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონობა გუნდმა "ჯიკომ" იზეიმა, რომელმაც დაძაბულ დაპირისპირებაში გუნდ “ბათუმს” აჯობა.