სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა განათლების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე პედაგოგები დააჯილდოვა. განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფულადი ჯილდო და მადლობის სიგელი 8 პედაგოგს გადაეცა.
საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ საჯარო და კერძო სკოლების სხვა პედაგოგებიც.