04 აგვისტო 2026,   08:10
ვრცლად
ტატა ხვედელიანი განათლების რეფორმაზე: განათლების ხარისხის ზრდა არის მთავარი გამოწვევა. ეს კანონპროექტი სრულად არ პასუხობს ამ გამოწვევას

პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ სიახლე ქვეყანაში განათლების ხარისხზე მხოლოდ დადებითად აისახება.

ცვლილებებთან დაკავშირებით ეჭვები აქვს ოპოზიციას.

"კანონპროექტის განხილვა მოთხოვნილი იყო დაჩქარებული წესით და ეს არის მთავარი პრობლემა. [კანონპროექტი ეხება] დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ საკითხს საქართველოში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს განათლების ხარისხის ზრდას ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს არის მთავარი გამოწვევა. ეს კანონპროექტი სრულად არ პასუხობს ამ გამოწვევას," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი.

შეგახსენებთ, რომ განათლების ახალი რეფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებასა და ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფორმატის შეცვლას ითვალისწინებს. სიახლე ეხება საჯარო სკოლებსაც, რაც 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს.

დღის ამბები