04 აგვისტო 2026,   08:42
ვრცლად
როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სამეგრელოში - უამრავ ტრადიციას შორის სამეგრელოში მეგრული "კირიალესა" დღესასწაულის უცვლელი კომპონენტია

ახალი წელი საზეიმოდ აღინიშნა სამეგრელოშიც. კუჩხი ბედინერის სამშობლოში ტრადიცია წელსაც გრძელდება და მეკვლეები მასპინძელ ოჯახს ახალ წელს მეგრული სიმღერით "კირიალესათი" ულოცავენ.

უამრავ ტრადიციას შორის სამეგრელოში მეგრული "კირიალესა" დღესასწაულის უცვლელი კომპონენტია.

მეკვლეები მასპინძელ ოჯახს ახალ წელს პირველ რიგში უფლის სადიდებლით ულოცავენ. მეგრული სიმღერა სამეგრელოში სადღესასწაულო სამზადისს ფონად მიჰყვება. ასეა ოდიშარიების დიდ ოჯახშიც. დიასახლისი ახალი წლისთვის მომზადებას დიდი ხნით ადრე იწყებს. აქვს საკუთარი ტრადიციებიც.

სამეგრელოში საახალწლო დეკორაციებში ჩიჩილაკს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ყველა დეტალს მნიშვნელოვანია და ის ბარაქას და იმედს უნდა აერთიანებდეს.

საახალწლო დეკორაციების შემდეგ, დიასახლისი ზრუნვას სადღესასწაულო სადილისთვის იწყებს. მეგრულ ხაჭაპურთან და ხარჩოსთან ერთად, სუფრის დამაგვირგვინებელი ელარჯია. როცა ცეცხლზე ღომი დუღს და ელარჯისთვის ყველი იჭრება, ეს იმის ნიშანია, რომ სამეგრელოში საახალწლო სუფრის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. მეგრული კერძების მთავარ კომპონენტს ნინო ფარულავა განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიამოვნებით ამზადებს.

ყველა ტრადიციის დაცვის შემდეგ, დღესასწაულის აღნიშვნის დროც დგება. ძველ წელს მადლობით აცილებენ, ახალს კი იმედით ელოდებიან. სტუმრებს ოდიშარიების ოჯახი ახლა უკვე შობისთვის დაელოდება. შობა და ძველით ახალი წელი სამეგრელოში განსაკუთრებული და განსხვავებული ტრადიციებით აღინიშნება.

დღის ამბები