04 აგვისტო 2026,   05:37
ვრცლად
როგორ აცილებენ გურიაში ძველ წელს და ხვდებიან ახალს - საახალწლო ტრადიციების გასაცნობად, "კურიერი" გოგეშვილების ოჯახს ესტუმრა

ბუხარში ცეცხლი, ღუმელში გურული ღვეზელები და საახალწლო სამზადისი გურულების ოჯახებში - როგორ აცილებენ გურიაში ძველ წელს და ხვდებიან ახალს - საახალწლო ტრადიციების გასაცნობად, "კურიერი" გოგეშვილების ოჯახს ესტუმრა.

კერძების მომზადებაში და მაგიდის გაწყობაში ოჯახის ყველა წევრი იყო ჩართული. სუფრა გაიშალა და კარზე კაკუნიც გაისმა.

ტკბილეულით სავსე ხონჩით ხელში და კეთილი სურვილებით, გოგეშვილების ოჯახში მეკვლეც გამოჩნდა. მეკვლეობის ტრადიცია გურულებისთვის განსაკუთრებული და უცვლელია.

ფეხბედნიერ მეკვლეს კართან ოჯახის უფროსი დახვდა. მასპინძლები და სტუმრები სუფრას მიუსხდნენ და გასული წლის ისტორიები გაიხსენეს.

საახალწლო დღესასწაული გურულებისთვის ამით არ სრულდება. კალანდა - ტრადიციული ახალი წელი გურიაში 14 იანვარს დგება.

დღის ამბები