თბილისში საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გრძელდება. უკვე ორი კვირაა განსაკუთრებული ხალხმრავლობაა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი.
გრძელდება წარმოდგენები, კონცერტები, გასართობი, კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო და სხვადასხვა თემატური აქტივობები. საახალწლო სოფელში მოწყობილია საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი.
ცოტა ხნის წინ მსმენელის წინაშე ანსამბლი "შვიდკაცა" წარსდგა.