04 აგვისტო 2026,   03:24
ვრცლად
ბათუმში ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო ბათუმში - კონცერტს სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა უმასპინძლა. ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებები ქართველმა შემსრულებლებმა შეასრულეს, მათ შორის, მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ "ალილო", "თეატრალურის კვარტეტი", კვარტეტი "ჰერიო", აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე და ნათია პერანიძე, ასევე ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. ნათია ზეინკლიშვილი 50-მდე სიმღერის ავტორია.

კონცერტი გაიმართა ინიციატივის, "ბათუმი-საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026-ის" ფარგლებში.

დღის ამბები