კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტ "მაკნატუნას" დაესწრო.
სპექტაკლის განახლებული ქორეოგრაფიული რედაქცია ნინო ანანიაშვილსა და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით.
ახალ დადგმაში მოქმედება ქართულ გარემოში, თბილისში, დადიანების სახლში ვითარდება. მასში შეტანილია ახალი ელემენტები, მათ შორის, ქართული სამოსი.
სპექტაკლზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს ლევან ჯაგაევი დირიჟორობდა.