"განათლების რეფორმა არის გააზრებული, მტკიცებულებებსა და საუკეთესო საერთაშორისო მაგალითებზე დაფუძნებული რეფორმა, რომელიც საგრძნობლად შეცვლის ჩვენი განათლების ხარისხსა და სისტემას," - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხმა ისაუბრა.
"ეს რეფორმა გააუმჯობესებს მართვას იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესად მოხდეს იმ ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, მათ შორის, პროფესორების, აკადემიური სექტორის და, ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცეს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ერთის მხრივ, ჰქონდეთ წვდომა ტექნიკურ ლაბორატორიებთან და, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებით, - არქივებთან, რომელიც ძალიან მრავლად და ძალიან ძველი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს," - აცხადებს მარიამ ლაშხი.