04 აგვისტო 2026,   08:10
ვრცლად
"გამოვიკვლიეთ და დავკითხეთ ერთ-ერთი მოწმე, რომელიც იმ პერიოდში მივიდა გარდაცვლილ გიგა ავალიანთან, როცა ის უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო" - დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაიმართა. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმე გამოიკითხა.

"გამოვიკვლიეთ და დავკითხეთ ერთ-ერთი მოწმე, რომელიც იმ პერიოდში მივიდა გარდაცვლილ გიგა ავალიანთან, როცა ის უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა მოცემულ შემთხვევაში, რომ არავითარი თავის დარტყმა და სხვა მსგავსი შინაარსის მატარებელი ინფორმაციები იქ არ გაჟღერებულა. ისიც დაადასტურა, რომ თავი გიგა ავალიანს არ დაურტყამს. ამავდროულად, გამოძიებას მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, მოწმეს წარედგინა შემთხვევის ადგილის ფოტო-სურათები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ფოტო-სურათები. მან დეტალურად მიმოიხილა თუ სად იმყოფებოდნენ, სად იმყოფებოდა უშუალოდ გიგა ავალიანი და რა მდგომარეობაში იყო. დეტალურად დაადასტურა ის გარემოება, რასაც ბრალდების მხარე ადასტურებს", - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

ავალიანის საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, კიდევ ორ არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

დღის ამბები