04 აგვისტო 2026,   07:07
ვრცლად
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე - განათლების მინისტრმა წარმატებული ქალი მეცნიერები დააჯილდოვა

11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს, განათლების მინისტრმა წარმატებული ქალი მეცნიერები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ მეცნიერების განვითარებაში ქალთა მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაეროს გადაწყვეტილებით, 2015 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია მეცნიერებაში ქალთა როლის მხარდაჭერა.  

"განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აღნიშნავს მსოფლიო ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღეს. ეს დღე გამორჩეულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების განვითარება და ამ განვითარებაში ქალების როლი, მათი ღვაწლი, მათი დამსახურება. საქართველო ამ კუთხით გამოირჩევა და მეცნიერების ვითარდება, წინ მიდის და ქალ მეცნიერებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესებში“, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

 

 

დღის ამბები