05 აგვისტო 2026,   17:56
ვრცლად
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, "გემო ფესტთან" და ფრიდაიდის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დანიშნა

21-22 თებერვალს სვანეთი "გემო ფესტს" უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონში ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ", ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, ხუთი დამატებითი ავიარეისი დანიშნა.

დამატებითი ავიარეისები, რეგულარული რეისების პარალელურად, 19-23 თებერვლის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

19 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 13:00;

19 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 14:15;

19 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:45;

19 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:15;

20 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:00;

20 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 16:30;

22 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:00;

22 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 16:30;

23 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:30;

23 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:00

23 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:00.

ამ ეტაპზე, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში 6 სიხშირით სრულდება. შეგახსენებთ, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გემო ფესტისა (21-22 თებერვალი) და ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატის (21-28 თებერვალი) პერიოდში მესტიის მიმართულებით 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა.

დამატებითი ფრენები 19-23 თებერვალს, რეგულარული რეისების პარალელურად შესრულდება.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

დღის ამბები