24 ივნისი 2026,   06:46
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას, დაუსწრებლად, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე, ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანია საქართველოში არ იმყოფება.

უფლებადამცველის განცხადებით, ბესარიონ ჟვანიამ არ იცის, რომ მის წინააღმდეგ სამართალწარმოება მიმდინარეობს. ადვოკატი ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. მისი თქმით, საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე ბესარიონ ჟვანიას მხრიდან ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეზე ისაუბრა.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებული გურამ და დავით კაკულიები.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა.

დღის ამბები