ქობულეთში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია. ხანძრის ქრობის პროცესს ხელს ძლიერი ქარი უშლის.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
შემთხვევის ადგილას ქობულეთის მერი და დაბა ჩაქვის წარმომადგენელი იმყოფებიან.
ფოტო: "აჭარის ტელევიზია"