07 აგვისტო 2026,   04:18
ვრცლად
ქობულეთში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქობულეთში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ეკალ-ბარდს ეკიდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა.

შემთხვევის ადგილას ქობულეთის მერი და დაბა ჩაქვის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ.

 

ფოტო: "აჭარის ტელევიზია"

დღის ამბები