06 აგვისტო 2026,   00:47
ვრცლად
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თისელის, ტყემლანისა და აწყურის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მოსახლეობამ პრიორიტეტები ხმათა უმრავლესობით თავად განსაზღვრა - გადაწყვეტილია გარე განათების სისტემისა და შიდა გზის რეაბილიტაცია.

საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

დღის ამბები