"დიფ სთეითის" წარმომადგენლებს თუ მათ მიერ მართულ ადამიანებს, ყოველთვის აქვთ სურვილი, რომ წარმოაჩინონ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები როგორც პოლიტიკური საქმეები და შემდეგ ეს თავიანთი შავბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საუბრობს.
არჩილ გორდულაძის თქმით, ბაჩიაშვილს ვინც პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, ცრუობდა.
"დიფ სთეითის" წარმომადგენლებს თუ მათ მიერ მართულ ადამიანებს, ყოველთვის აქვთ სურვილი, რომ წარმოაჩინონ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები როგორც პოლიტიკური საქმეები და შემდეგ ეს თავიანთი შავბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ, რასაც, მათ შორის, ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერზე ხელმომწერი აგენტურის წარმომადგენლები.
ზუსტად ეს არის, როდესაც ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი ამბავი ატეხეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, საქმე ისევ იმად დარჩა, რაც იყო - ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. ყველა იტყუებოდა და ცრუობდა, როდესაც ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც ბაჩიაშვილის სახელსა და გვარს ლაიტმოტივად გასდევდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა საპატიმრო გუშინ დატოვა. მან სრულად აღიარა დანაშაული მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.