28 ოქტომბერი 2026,   07:46
ვრცლად
"კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენს გუნდს ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები" - გახარიას პარტიის წევრებმა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს

"გახარიას პარტიის 7-მა წევრმა ხმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების წინააღმდეგ მისცა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილი წერს.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მიზეზი იმისა, რატომაც მხარი არ დაუჭირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებს, იყო ის, რომ მათ გუნდს კონკრეტული შენიშვნები ჰქონდა.

"იმიტომ არ დავუჭირეთ, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენს გუნდს ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები, პრეტენზიები და მოსაზრებები, რომელიც ბატონმა რატიმ არ გაითვალისწინა. ჩვენ ჩვენი საკუთარი პრაქტიკა გვაქვს ყველა საკითხთან მიმართებაში. ეს იყო ერთგვარი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტზე საერთოდ არ მოხდა არანაირი მოსაზრების გათვალისწინება," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

პარლამენტმა 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების" შესახებ, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება.

დღის ამბები