15 ოქტომბერი 2026,   23:34
ვრცლად
"ფაქტია, კენჭისყრის დროს, ამ პარტიამ შშმ პირთა საწინააღმდეგო აქტი ჩაიდინა, თანაც ისე, რომ არც ერთი განმარტება მათი მხრიდან არ გაკეთებულა" - რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიაზე

"გახარიას პარტიის 7-მა წევრმა ხმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების წინააღმდეგ მისცა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილი წერს.

პარლამენტმა 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება.

რატი იონათამიშვილის თქმით, ის, რომ გახარიას გუნდი ცვლილებების წინააღმდეგი წავიდა, ბევრ რამეზე მეტყველებს.

"ფაქტია, კენჭისყრის დროს, ამ პარტიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საწინააღმდეგო აქტი ჩაიდინა, თანაც ისე, რომ არც ერთი განმარტება მათი მხრიდან ამ მიმართულებით არ გაკეთებულა. დებატების ადგილი არის პლენარული სხდომა და როდესაც სხვა კანონებს ისინი არ უჭერდნენ მხარს, ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად ბატონი შალვა კერესელიძე ტრიბუნიდანაც კი არ ჩამოდიოდა. ამ შემთხვევაში, არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ და არც საპარლამენტო ტრიბუნით არ უსარგებლიათ. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ვამხილეთ იმაში, რომ მათ შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა, დაიწყეს უხერხული და უსუსური თავის მართლება. რითაც, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარი თავი. ჩვენ გვქონდა ამ ინიციატივის განხილვა, მათ შორის, საკომიტეტო სხდომებზეც, სადაც არა ერთი შშმ პირი ესწრებოდა, რომლებიც მიესალმნენ ამ საკანონმდებლო ინიციატივას, მათ შორის, მათი წარმომადგენლებიც და ახლა კიდევ უფრო უხერხულია მსგავსი განცხადებების გაკეთება. ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს, ჩვენი მიზანია მისაწვდომობის უზრუნველყოფა", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები