08 აგვისტო 2026,   11:46
ვრცლად
"გუნდი 100%-ით მზადყოფნაშია დღევანდელი თამაშისთვის, დარწმუნებული ვარ, ჩვენს სასურველ შედეგს მივაღწევთ" - წყალბურთელი საბა მაჭავარიანი

დღეს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, წყალბურთში კონფერენს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი იწყება. საქართველოს ჩემპიონი "აპოლო" პირველ შეხვედრას უნგრელებთან გამართავს. იმისათვის, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლოს მომდევნო ეტაპზე გასვლა 5-დან 3 თამაში უნდა მოიგოს.

"ჩავატარეთ დილის მოთელვა. გუნდი 100%-ით მზადყოფნაშია დღევანდელი თამაშისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სასურველ შედეგს მივაღწევთ. დღეს უნგრულ " ჰონვედს" ვეთამაშებით, რომელიც ძალიან ძლიერი მეტოქეა, გამოცდილი გუნდია, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მოვემზადეთ ყველანაირად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თამაშს წარმატებით დავასრულებთ," - განაცხადა "აპოლოს" წევრმა, საბა მაჭავარიანმა.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები