05 აგვისტო 2026,   15:29
ვრცლად
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მიმართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და, ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას.

"სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დღის ამბები