05 აგვისტო 2026,   04:21
ვრცლად
თერჯოლაში, სახლდაზიანების პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ 8 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა

თერჯოლაში, სახლდაზიანების პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ 8 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარი იყო გამოყოფილი.

სოციალური პროგრამა, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან ხორციელდება, ინდივიდუალური სახლების მშენებლობას სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის ითვალისწინებს, რომელთა სახლები შეკეთებას არ ექვემდებარება.

პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ახალი საცხოვრებელი სახლი უკვე 50 ოჯახს გადაეცა. თერჯოლაში სახლდაზიანების პროგრამა გრძელდება და 2026 წლის ბოლოს, ახალ სახლს კიდევ 6 ოჯახი მიიღებს.

დღის ამბები