"გემოფესტი" სვანეთში - დღე მეორე. მესტია გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს.
მოწყობილია კვებისა და აგრო ზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობს. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებენ ქართული ბენდები.