08 აგვისტო 2026,   01:01
ვრცლად
საქართველოს​ პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები პიზის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში პიზის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 30:19 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების წევრები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი არიან.

დღის ამბები