03 აგვისტო 2026,   20:58
ვრცლად
ლაზი მხატვარი, რომელსაც ხშირად მეორე ფიროსმანსაც უწოდებენ - ჰასან ჰელიმიშის ფერწერა, რომელიც ხალხურ ხასიათს ატარებს

ამბობენ, რომ თუ გინდა ლაზეთი წარმოიდგინო, ჰასან ჰელიმიშის ნამურევრები უნდა ნახო. ერთადერთი ლაზი მხატვრის, რომელსაც ფერწერის გამორჩეული სტილი აქვს. ის იმ მხატვრებს შორისაა, რომელთა ნახატის კუთხეში გვარის ამოკითხვა არ გჭირდება. მაშინვე მიხვდები, რომ ჰელიმიშია.. აჭარის ფიროსმანი..

ჰასანი ლაზური სამყაროს ფერებით სავსე ზღვის ნაპირზე დაიბადა. იქ, სადაც დილა ბადეების შრიალით იწყებოდა, საღამო კი ქალების ნაზი სიმღერით სრულდებოდა. ბავშვობაში წყლის ხმას ხშირად უსმენდა. ტალღების რიტმში ფერებს ხედავდა.

ისე გამოვიდა, რომ მშობლიური ხოფადან თბილისში გადავიდა, მუშაობდა, გაჭირვებით ცხოვრობდა. მღეროდა, ლექსებს წერდა. ხატვა გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე დაიწყო...

მისი შემოქმედება ლაზურის სულის პორტრეტებია, ეს არ არის მხოლოდ პეიზაჟები... ქალები ტრადიციულ სამოსში, რომელთა თვალებში საუკუნეების სევდა და ძალა იკითხება. ზღვის მარილით დამძიმებული მეთევზეების ხელები. ღარიბი, მაგრამ მომღიმარი ბავშვები.

ზღვა ყოველთვის ცოტა უფრო ახლოს არის ცასთან. ის არ ხატავს მხოლოდ იმას, რასაც ხედავს, ხატავს იმას, რაც დარჩა - სიტყვებს სიჩუმეს შორის.

ხატავს სახლებს ნახევრად ღია კარით - თითქოს დაბრუნების იმედი არასდროს კვდება..

ფეხმოჭრილ მეწაღეს ძალიან უჭირდა. არ უფიქრია, რომ ტილოზე დატანილი ლაზეთი შემოსავლის წყაროდ ექცია. იცოდა, რომ დაფასება სიკვდილის შემდეგ მოვიდოდა...

ანდერძი მისმა მოსწავლეებმა შეასრულეს. უფრო მეტიც, მისი შემოქმედება მუზეუმში განათავსეს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არაერთხელ გაიტანეს.. როგორც ყველა ჭეშმარიტი გენიოსი, ჰასან ჰელიმიშიც უკვდავების ბინადრად დარჩა.

დღის ამბები