27 ოქტომბერი 2026,   18:25
ვრცლად
"ჩვენ კარგად ვიცით ესტონეთის აბსოლუტურად უჩვეულო აქტიურობა საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით" - გიორგი გაბუნია

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს მმართველი გუნდი ესტონეთის საელჩოს პოზიციას, რომელმაც სოციალურ ქსელში ილიას უნივერსიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა. საელჩომ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ესტონეთის ელჩის, დროებითი რწმუნებულის და ილიას უნივერსიტეტის რექტორის ერთობლივი ფოტო, წარწერით ჩვენ ვდგავართ ილიას უნივერსიტეტის გვერდით.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს არის ქვეყნის სუვერენულ საქმეებში უხეში ჩარევის მორიგი მცდელობა. სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოს განათლების სისტემასთან ან კონკრეტული უნივერსიტეტის შიდა პროცესებთან, თუ არ იკვეთება პოლიტიკური ინტერესები.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ესტონეთი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ყოველთვის უხეშად ერეოდა. 

"ჩვენ კარგად ვიცით ესტონეთის აბსოლუტურად უჩვეულო აქტიურობა საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

ჩვენ, ბოლო წლების განმავლობაში, ვხედავდით აქტიურ განცხადებებს ესტონეთის სხვადასხვა თანამდებობის პირისგან, რომელიც გაჯერებული იყო აგრესიით. ამ განცხადებების გამტარი იყო ესტონეთის ელჩი. ამ ქალბატონმა აბსოლუტურად უშედეგოდ და უსუსურად დაასრულა საკუთარი საქმიანობა საქართველოში. 

მე მინდა მოვუწოდო სომხეთის ხელისუფლებას, რომ ყურადღებით იყოს ამ ქალბატონთან მიმართებაში, თუ რა მიზნით მიემგზავრება ის იქ,"- აცხადებს გაბუნია. 

დღის ამბები