04 აგვისტო 2026,   03:24
ვრცლად
კახაბერ გულედანმა კახეთის მხარეში ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს წარუდგინა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა კახეთის მხარეში ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს წარუდგინა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებზე და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ პროექტებსა და მიმდინარე საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რეგიონული განვითარების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. 

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარდგენას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ზაუტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გივი მეტრეველი და მამუკა ბურდიაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

დღის ამბები