"დღეს, ევროპის კონტინენტისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ ამოვიცნოთ და როგორ აღკვეთოთ მავნე ჩარევა - დეზინფორმაციული კამპანიები და ჰიბრიდული თავდასხმები", - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ოანა-სილვია ცოიუ საუბრობს.
ბრიუსელში, ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ მიმართული ინსტრუმენტების ამოქმედებას განიხილავენ.
"დღეს, ევროპის კონტინენტისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ ამოვიცნოთ და როგორ აღკვეთოთ მავნე ჩარევა - დეზინფორმაციული კამპანიები და ჰიბრიდული თავდასხმები, რომლებიც, ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ მიმდინარეობს. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სხვა ქვეყნებთან, რათა შევქმნათ უფრო ეფექტიანი მექანიზმი, როგორც პრევენციის, ისე რეაგირების კუთხით. ჩვენ გვჭირდება ევროპული იმუნიტეტი ამ ჩარევების მიმართ,"- აცხადებს ოანა-სილვია ცოიუ.