27 ოქტომბერი 2026,   07:30
ვრცლად
"ყველა ელჩთან მაქვს სურათი გადაღებული, საელჩო უნივერსიტეტსაც წარმოადგენს და ყოველთვის მქონდა კარგი ურთიერთობა და ახლაც გვაქვს" - ნინო დობორჯგინიძე

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს მმართველი გუნდი ესტონეთის საელჩოს პოზიციას, რომელმაც სოციალურ ქსელში ილიას უნივერსიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა. საელჩომ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ესტონეთის ელჩის, დროებითი რწმუნებულის და ილიას უნივერსიტეტის რექტორის ერთობლივი ფოტო, წარწერით "ჩვენ ვდგავართ ილიას უნივერსიტეტის გვერდით".

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს არის ქვეყნის სუვერენულ საქმეებში უხეში ჩარევის მორიგი მცდელობა. სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოს განათლების სისტემასთან ან კონკრეტული უნივერსიტეტის შიდა პროცესებთან, თუ არ იკვეთება პოლიტიკური ინტერესები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე აცხადებს, რომ ყველა საელჩოს წარმომადგენელთან აქვს ფოტო, რადგან საელჩო უნივერსიტეტსაც წარმოადგენს.

"ყველა ელჩთან მაქვს სურათი გადაღებული, საელჩო უნივერსიტეტსაც წარმოადგენს და ყოველთვის მქონდა კარგი ურთიერთობა და ახლაც გვაქვს. ილიას უნივერსიტეტის პროგრამის ნახევარი ჩამოგვაჭრეს ისე, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვა არავის დაუსვამს," - აცხადებს დობორჯგინიძე.

დღის ამბები