შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან - კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
მინისტრი დელეგაციასთან ერთად ყაზახეთში კოლეგის მიწვევით იმყოფება. ერჟან სადენოვთან შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორობის გაღრმავებას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით - მათ შორის, ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულისა და სხვა არსებული გამოწვევების მიმართულებებით.