15 ოქტომბერი 2026,   15:13
ვრცლად
სოციალურ მხარდაჭერაზე, ადამიანის მხარდაჭერაზე იხარჯება იმდენი, რამდენიც მართლაც ისტორიული რეკორდია ყოველ წელს - მიხეილ სარჯველაძე

სოციალურ მხარდაჭერაზე, ადამიანის მხარდაჭერაზე იხარჯება იმდენი, რამდენიც მართლაც ისტორიული რეკორდია ყოველ წელს. იხარჯება ტარგეტირებულად, მიზანმიმართულად, იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად გაძლიერდეს ადამიანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "დებატების" ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ოპონენტები პოპულიზმით არიან დაკავებულები და რიცხვები ამხელთ, რაც ნებისმიერი დებატისთვის რთული მოცემულობაა.

"სოციალურ მხარდაჭერაზე, ადამიანის მხარდაჭერაზე იხარჯება იმდენი, რამდენიც მართლაც ისტორიული რეკორდია ყოველ წელს. იხარჯება ტარგეტირებულად, მიზანმიმართულად, იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად გაძლიერდეს ადამიანი. ეს, მათ შორის, სოციალურ ხარჯებსაც გულისხმობს. პირობითად ვამბობ, 2012 წელს ნუ ეხებითო და ეს შეხება ხელისუფლებას რა აქვს გაკეთებული ამის გასაზომად მჭირდება. 17 მილიონი იხარჯებოდა ბავშვზე, მათ შორის, აბილიტაციის პროგრამა, რეაბილიტაციის პროგრამა, ბავშვზე ზრუნვა, მინდობით აღზრდა ყველაფერი ჯამში. იცით დღეს რამდენია ამ 17 მილიონის შემდეგ? 124 მილიონი იხარჯება, არ არის სხვაობა? რა საკვირველია სხვაობა არის. ბავშვებზე არ იხარჯება? 600 მილიონი იხარჯება, რომელზეც კიდევ ფიქრობთ როგორ გავხადოთ ეს კიდევ უფრო ტარგეტირებული და უფრო მეტად ორიენტირებული იმაზე, რომ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მას ჰქონდეს. დამატებით როგორ იხარჯება ეს? დამატებით შესაძლებლობა ექმნება, რომ რეალურად განვითარებაზე იყოს ორიენტირებული და ვიღაცას მაგალითად განათლების შესაძლებლობა მიეცეს. ამაში პოპულიზმი, რიცხვები გამხელთ და ეს არის ძალიან ძნელი მოცემულობა ნებისმიერი დებატისთვის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები