პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც მან Business Media Georgia-თან ჩაწერა.
აღნიშნულზე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ინტერვიუში სანახავი არაფერია.
"დიდი არაფერია სანახავი, გარდა იმისა, როგორ აზიანებს უცხოელი დიპლომატი მისი ქვეყნისა და საქართველოს ურთიერთობებს", - წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა, ნახევარსაათიან ინტერვიუში, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, "საქართველომ ბევრი კანონი მიიღო, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას". ამასთან, უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს, დიპლომატმა განაცხადა: "ჩვენ არასდროს გვითხოვია საქართველოსთვის, რომ რუსეთისთვის ინდივიდუალური სანქციები დაეწესებინა".