26 ოქტომბერი 2026,   19:22
ვრცლად
"იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ლამის განადგურების პირასაა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთიანი უსაფრთხოების სისტემა უნდა ააშენოს რუსეთთან" - თენგიზ შარმანაშვილი

"იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ლამის განადგურების პირასაა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასობით ადამიანი ყოველდღიურად იხოცება, საფრანგეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ერთიანი უსაფრთხოების სისტემა უნდა ააშენოს რუსეთთან", - პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წლისთავს ეხმიანება.

მისი თქმით, სამხედრო სტრატეგია არ სჭირდება იმ ფაქტს, რა დაემართებოდა საქართველოს იმ შემთხვევაში, სულ მინიმალური დოზით ის რომ განმეორებულიყო, რაც უკრაინის საჰაერო სივრცეში ხდება.

"საქართველოს ტერიტორიის სიმცირე წარმოიდგინეთ, 40 კმ-ში არის მათი საოკუპაციო არმია განლაგებული. ჩვენ ამ ავანტიურას რომ წამოვგებოდით, საერთოდ რუსების ერთ ჯარისკაცსაც რომ არ შემოედგა ფეხი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამი დღე რომ არ ესროლათ რაკეტები და დრონები უკრაინისთვის და ეს სამი დღე ის რაოდენობა ესროლათ მცირემიწიანი საქართველოსთვის, რა დიდი სამხედრო სტრატეგია სჭირდება იმას, რა დაგვემართებოდა. რეალობა არის ეს და რეალობა არის ის, რომ ამ ფონზე, როდესაც უკრაინა ლამის განადგურების პირასაა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასობით ადამიანი ყოველდღიურად იხოცება, საფრანგეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ერთიანი უსაფრთხოების სისტემა უნდა ააშენოს რუსეთთან", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი გავიდა. ომმა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად იქცა. ქვეყნის ნაწილი კი მიწასთან გაასწორა. გაეროს მონაცემებით, ომის შედეგების აღმოსაფხვრელად მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უკრაინას 587 მილიარდი დოლარი დასჭირდება. 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრნენ.

 

 

დღის ამბები