26 ოქტომბერი 2026,   17:06
ვრცლად
"ოკუპანტი ყველგან დამარცხდება, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს" - ლაშა ფარულავა

"თუ ვინმე გამოიფიტა, ეს არის რუსული სამხედრო ძალები და რუსეთის ფედერაცია. მე დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ყირიმი და დონბასი არის უკრაინის მიწა და იმიტომ რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის ქართული მიწა." - პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წლისთავს აფასებს. 

ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ამ ბრძოლაში უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს. 

"სამდღიანი სამხედრო ოპერაცია" 4 წელია მიმდინარეობს. თუ ვინმე გამოიფიტა, ეს არის რუსული სამხედრო ძალები და რუსეთის ფედერაცია. მე დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ყირიმი და დონბასი არის უკრაინის მიწა და იმიტომ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის ქართული მიწა. ოკუპანტი ყველგან დამარცხდება, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და ის ბრძოლა, ის თავდადება, რომელიც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, რა თქმა უნდა, არ დარჩება უშედეგოდ," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი გავიდა. ომმა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად იქცა. ქვეყნის ნაწილი კი მიწასთან გაასწორა. გაეროს მონაცემებით, ომის შედეგების აღმოსაფხვრელად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უკრაინას 587 მილიარდი დოლარი დასჭირდება. 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრნენ.

დღის ამბები