01 ნოემბერი 2026,   00:44
ვრცლად
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული წარმომადგენლობების გახსნას იწყებს

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული წარმომადგენლობების გახსნას იწყებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი გეგმავენ 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და ამ მიზნით იწყებენ ყველა რეგიონულ ცენტრში წარმომადგენლობების დაფუძნებას.

პირველი ღონისძიება 28 თებერვალს, გორის თეატრში გაიმართება, სადაც პარტიის ლიდერები შიდა ქართლის მოსახლეობას შეხვდებიან და ოფისის პრეზენტაციას გამართავენ.

"სიმბოლურია, რომ ჩვენი როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი პარტიის პირველი ოფისი, ომგამოვლილ გორში გაიხსნება. ყველაზე კარგად, სწორედ აღნიშნული რეგიონის მოსახლეობამ იცის მშვიდობის ფასი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს განვიხილავთ ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის პროცესში ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხად, როგორც გარანტი, რითაც დაცული იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ინტერესები და მათი განვითარება ნეიტრალური სახელმწიფოს ფარგლებში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს რეგიონებში მოსახლეობასთან, რათა გავაცნოთ მათ ჩვენი პარტიის პოლიტიკური ხედვა და მიზნები," - აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული მდივანი, ლევან ნიკოლეიშვილი. 

დღის ამბები