17 ოქტომბერი 2026,   08:53
ვრცლად
"გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა ქართველ ხალხთან ერთად, ვიმუშაოთ ჩვენი მთავარი იდეის - ნეიტრალიტეტის რეალიზაციაზე"- ვატო შაქარაშვილი

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული წარმომადგენლობების გახსნას იწყებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი გეგმავენ 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და ამ მიზნით იწყებენ ყველა რეგიონულ ცენტრში წარმომადგენლობების დაფუძნებას.

პირველი ღონისძიება 28 თებერვალს, გორის თეატრში გაიმართება. სადაც პარტიის ლიდერები შიდა ქართლის მოსახლეობას შეხვდებიან და ოფისის პრეზენტაციას გამართავენ.

პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ისინი აქტიურად იმუშავებენ საზოგადოებასთან, რათა მთავარ მიზანს - საქართველოს ნეიტრალიტეტს მიაღწიონ.

"ჩვენი მთავარი მოკავშირე არის ქართველი ხალხი. ვაპირებთ, ფართო კამპანია ვაწარმოოთ რეგიონებში. ვიწყებთ, რეგიონული წარმომადგენლობის გახსნას.

გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა ქართველ ხალხთან ერთად, ვიმუშაოთ ჩვენი მთავარი იდეის - ნეიტრალიტეტის რეალიზაციაზე, რაც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

დღის ამბები