26 ოქტომბერი 2026,   23:06
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების და, ზოგადად, უნივერსიტეტების პოლიტიკა გარკვეულ კავშირში იყოს ბაზართან, კერძო სექტორში დასაქმების პოლიტიკასთან" - ჯაბა სამუშია

მთავრობის ადმინისტრაციაში შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. პრემიერმა საზოგადოებას მონაცემები გააცნო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ ყოველწლიურად უნივერსიტეტებში დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს, ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ეტაპობრივად მოხდება, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი პროფესიული განათლების დახვეწა და ხარისხის ამაღლებაა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე. პრეზენტაციას უნივერსიტეტის რექტორები და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების და, ზოგადად, უნივერსიტეტების პოლიტიკა გარკვეულ კავშირში იყოს ბაზართან, კერძო სექტორში დასაქმების პოლიტიკასთან.

"მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების და, ზოგადად, უნივერსიტეტების პოლიტიკა გარკვეულ კავშირში იყოს ბაზართან, კერძო სექტორში დასაქმების პოლიტიკასთან. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ზოგადად საუნივერსიტეტო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად.

ამიტომაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ პერმანენტულად, გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ უნდა ჩატარდეს ასეთი კვლევა. ეს აჩვენებს, რა მიმართულებით აქვს ქვეყანას დეფიციტი, რა მიმართულებით არის შესაძლებელი ახალი სპეციალობების განვითარება და ასე შემდეგ", – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

დღის ამბები